ბავშვთა დღე ხელვაჩაურში

01 ივნისი 2024, 14:05 1123 ნახვა

უამინდობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილმა ღონისძიებებმა ღია სივრციდან დახურულ სივრცეში გადაინაცვლა. მუსიკალური ნომრებით მაყურებლის წინაშე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ანსამბლები წარსდგნენ. 

ღონისძიება ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. კულტურული ღონისძიებების პარალელურად მოეწყო დეკორატიული კუთხე ფოტოსესიისთვის.

ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის 17 საბავშვო ბაღის 130-მდე ბავშვი მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში