ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „თბილისის აეროპორტი“, „სადახლო-საავტომობილო“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე-ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონა: 311,35 გრამი) და ვერცხლის (საერთო წონა: 121.21 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 41 090,14 ლარი შეადგინა.
„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 4 სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 41 090,14 ლარის ოდენობით განესაზღვრა, ხოლო კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის ჯ.ფ.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.