კანონის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

26 მაისი 2024, 14:05 337 ნახვა

დღეს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამოქალაქო აქტივისტები და ის ახალგაზრდები რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" მიღებას უკვე დიდი ხანია აპროტესტებენ,მარშს გამართავენ.  მარში ფილარმონიიდან ვაკის პარკამდე გაიმართება.

მოქალაქეები ფილარმონიასთან 19:00 საათიდან შეიკრიბებიან. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ მსვლელობით სიმბოლურად გაიმეორებენ 1919 წელს, დამოუკიდებლობის პირველი წლის აღსანიშნავ მარშს.

ორგანიზატორები მონაწილეებს სთხოვენ, თან იქონიონ დროშები, ყვავილები და ტრადიციული სამოსის ელემენტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი