რუსეთის იერიში ხარკოვზე - არიან დაღუპულები

25 მაისი 2024, 20:05 354 ნახვა

ოკუპანტი აგრძელებს იერიშს უკრაინის ქალაქებზე. ხარკოვში დაიბომბა საცხოვრებელი კვარტალი, დაზიანდა ერთ-ერთი ჰიპერმარკეტი, სადაც თავდასხმის დროს 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ცნობილია 2 დაღუპულის შესახებ.

დაბომბვის შედეგად ცეცხლი გავრცელდა 10 ათას კვ.მ ფართობზე.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახური, მიმდინარეობს ევაკუაციის პროცესის.

მერის განცხადებით, ეს ოკუპანტის მხრიდან აშკარა ტერორიზმია.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში ოლქზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში