ირანში გარდაცვლილი პრეზიდენტისთვის პატივის მისაგებად ათასობით ადამიანი შეიკრიბა

22 მაისი 2024, 10:13 354 ნახვა

თეირანში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისსა და მის თანმხლებ პირებთან გამოსამშვიდობებლად, რომლებიც  აზერბაიჯანის საზღვართან ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ, უამრავი  ადამიანი იკრიბება. 

დაღუპულების ცხედრებს ქუჩებში მსვლელობით აცილებენ.

რაისის ცხედარი ავიაკატასტროფის მახლობლად მდებარე ქალაქ თავრიზიდან თეირანის აეროპორტში გადაასვენეს. პრეზიდენტის ცხედარი თეირანის დიდ მოსალას მეჩეთშია დასვენებული. 

ხუთშაბათს  ებრაჰიმ რაისის, ირანის აღმოსავლეთში მდებარე  მის მშობლიურ ქალაქ მაშაჰდში დაკრძალავენ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში