2028 წლიდან ჩინური კომპანია კოსმოსში ტურისტებს გაგზავნის

19 მაისი 2024, 10:19 417 ნახვა

ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი, კომერციული კოსმოსური კომპანია CAS Space-ი, 2028 წლიდან, კოსმოსში ტურისტულ ფრენებს დაიწყებს, - ამის შესახებ, ინფორმაციას სახელმწიფო მედიასააგენტო ავრცელებს.

CAS Space-ის კოსმოსური ტურიზმისთვის განკუთვნილი ხომალდი, პირველ ფრენას 2027 წელს განახორციელებს, რეგულარული ფრენების შესრულებას კი - მომდევნო წლიდან შეუდგება.

კომპანიის ინფორმაციით, ხომალდს ტურისტებისთვის განკუთვნილი კაბინა ექნება, რომელიც ოთხი ილუმინატორით იქნება აღჭურვილი. ხომალდში შვიდი მგზავრის მოთავსება იქნება შესაძლებელი. CAS Space-ი გეგმავს, რომ კოსმოსში ფრენები ყოველ 100 საათში ერთხელ შეასრულოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ ფრენაზე ბილეთის ღირებულება $400,000 იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი