ირანში შვიდი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

18 მაისი 2024, 16:44 475 ნახვა

ირანში შვიდი პატიმარი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის, ორი ქალია. 

უცხოური მედიის ინფორმაციით, მათგან ერთი – 27 წლის ფატემა აბდულაჰი, ქმრის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული, დანარჩენებს ბრალად ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული საქმეები ედებოდათ.

უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, მხოლოდ, მიმდინარე წელს ირანში სიკვდილით 223 ადამიანი დასაჯეს, აქედან 50 მაისში.

მათგან ბევრია ქალი, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც სასჯელის უმაღლეს ზომად სიკვდილით დასჯა განიხილება.

აქტივისტების განცხადებით, მსჯავრდადებული ქალების უმეტესობა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი