კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მიმდინარეობისას ქართული დელეგაციის წევრები კინოს სფეროს წარმომადგენელებს შეხვდნენ. სადაც განხილული იყო საკითხი საქართველოში განათლების პროგრამების შესაძლო დანერგვასთან, უცხოურ მედიაში ქართული კინოს ხილვადობის გაზრდასთან და დისტრიბუციის სტრატეგიებთან დაკავშირებით.
ასევე საუბარი იყო შემდეგი წლისთვის ფესტივალზე მეტი ქართული პროექტის წარდგენის და საქართველოში უცხოური პროექტების გადაღებების შესაძლებლობებზე.
კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას.
ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეკლამირება და პოპულარიზაცია.