ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სწრაფად წინ წაწევა - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

15 მაისი 2024, 23:35 397 ნახვა

„ვარდების რევოლუციის“ დროს ბალტიისპირეთის ქვეყნები თქვენ გვერდით იდგნენ, ხუთი თვის შემდეგ ჩვენ შევედით ნატო-ში და შემდეგ ევროკავშირში, ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ამ გზაზე სწრაფად წინ წაწევა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ ღიად უნდა ვისაუბროთ, რას ნიშნავს არსებული პოლიტიკა საქართველოს მომავლისთვის, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება.

„მინდა, მკაფიოდ ვესაუბრო საქართველოს მოქალაქეებს, ეს მოიცავს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, პოლიციას, სამხედროებს, პედაგოგებს, ექიმებს და ხალხს ქუჩაში. მე ვსაუბრობ, რადგან ვარ საქართველოს, ევროპული საქართველოს მხარეს. ძალიან დიდი დრო არ გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველანი – ქართველები, უკრაინელები, ესტონელები, ლატვიელები, ლიეტუველები გამოვედით რკინის ფარდიდან და გავაცნობიერეთ, რომ ევროკავშირის კარები ჯერ კიდევ შორს იყო. საბჭოთა ნანგრევებიდან ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავი გამოვიყვანეთ, ჩვენი ისტორია, კულტურები, ენები და დარწმუნებული ვიყავით, რომ საკმარისად ვნახეთ რეპრესიები, დეპორტაცია, წამება და დაპატიმრებები, დარწმუნებული ვიყავით, რომ წესებზე დამყარებული წესრიგი, სადაც ადამიანის უფლებები მთავარია, იყო ის ადგილი, სადაც გვსურდა ყოფნა. თითოუელ ჩვენგანს განსხვევბული გზა გვქონდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ყველას გვძულს პოსტსაბჭოთა იარლიყი. ჩვენ დაკავშირებული ვართ საერთო ისტორიითა და მისწრაფებებით.

„ვარდების რევოლუციის“ პერიოდში ბალტიისპირეთის ქვეყნები თქვენ გვერდით იდგნენ. ხუთი თვის შემდეგ ჩვენ შევედით ნატო-ში და შემდეგ ევროკავშირში, და ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ამ გზაზე სწრაფად წინ წაწევა. ამის შემდეგ უკრაინელები დადგნენ ფეხზე ნარინჯისფერი რევოლუციის დროს და იყო შეგრძნება, რომ ახალი მომენტი დადგა დატყვევებული ერებისთვის, რომ ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს თავს, ჩვენს თავისუფლებას, ერთხელ და სამუდამოდ. ცხადია, რომ ისტორია აქ არ სრულდება. მოსკოვი არ არის დაინტერესებული ბედნიერი დასასრულით და მუდმივად მუშაობს ჩვენს დასაყოფად, რომ ჩვენ საკუთარ თავში დავეჭვდეთ.

ჩვენ ერთად ვდგავართ, რადგანაც ვიზიარებთ საერთო გეზსა და მიზანს. საქართველოს ხალხს, ისევე როგორც ლიეტუვის ხალხს სჯერათ ერთიანი, თავისუფალი, მშვიდობიანი და დემოკრატიული ევროპის. მთავრობას აქვს ეს ვალდებულება თქვენთან, რადგანაც თუ ეს ასე არ არის, მაშინ ისინი ახდენენ საქართველოს იმ იმედისგან იზოლაციას ახდენენ, რომ წარსულს გაექცევა.

უკრაინელები ყოველდღე იღუპებიან, რათა ჰქონდათ უფლება, გახდენენ თავისუფალი ევროპელები. ბელარუსები, რომლებმაც გაბედეს ოცნება და ხმამაღლა საუბარი, გააჩუმეს პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების გამოყენებით. მე არ მსურს ასეთი მომავალი საქართველოსთვის. მე არ მსურს ფუნდამენტური უთანხმოება ხალხის ნებისა, რომელიც მდგომარეობს მათ სურვილში, ჰქონდეთ უსაფრთხოების, ევროპული მომავლის გარანტია, და მთავრობის პოლიტიკას შორის, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნის დანგრევისკენ.

ჩვენ ეს გზა ერთად დავიწყეთ და ვრჩებით ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ერებად, რომელთაც იციან, რას ნიშნავს, აღმოჩნდე პირისპირ მოსკოვის ექაპანსიონიზმის წინაშე. ჩვენ არასდროს მიგატოვებთ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, თავად შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ექნება ის მომავალი, რომელზეც ვოცნებობთ. ამის გაკეთების შესაძლებლობები ძალიან იშვიათად დგება და ყოველი მცდელობა ძვირად ფასობს. ჩვენ ყველამ უნდა ვისაუბროთ ღიად, რას ნიშნავს არსებული პოლიტიკა საქართველოს მომავლისთვის, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება. სწორედ ამიტომ გეკითხებით, სად მივდივართ?“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი