საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აპარატის თანამშრომლები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ. მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევთ.
აქციის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს "მონებს" და "რუსებს" ეძახიან.
ჩიტაძის ქუჩა საპოლიციო ძალებმა მომიტინგეებისგან დაახლოებით 1 საათის წინ გაათავისუფლეს.
ამჟამად აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან შეკრებილები.
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.