თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო. დედაქალაქის სამი ლოკაციიდან დაძრული „ევროპის მარშის“ მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ.
შეკრებილებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით: „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“, "კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.
ევროპის მოედანზე სცენაა დამონტაჟებული, სადაც ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიან.