ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

26 მარტი 2017, 00:00 3046 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ, 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებული ,2 დღის წინ დაკავებული პირების ადვოკატები. ერთ-ერთი დაკავებული გოდერძი გორგილაძე, რომელიც სასამართლომ გუშინ პატიმრობაში დატოვა, პროტესტის ნიშნად ამ დრომდე შიმშილობს. ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ  წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან დაკავებულს აქციაში მონაწილეობა არ მიუღია. ბრალდებულის ადვოკატი ზაზა პაპიძე,  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციოში აპირებს. სააპელაციოსთვის მიმართვას გეგმავენ დანარჩენი 2 პირის ადვოკატებიც, რომლებიც სასამართლომ გუშინ ასევე დატოვა  წინასწარ პატიმრობაში. 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე 18 პირია დაკავებული. მათი  წინასასამართლო პროცესი 8 მაისსაა ჩანიშნული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი