აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა - დაშავდა რამდენიმე პირი 

03 მაისი 2024, 00:30 338 ნახვა

ინცინდენტის გარეშე არც გუშინდელ საპროტესტო აქციას ჩაუვლია.  აქციის მონაწილეების მხრიდან გზების ბლოკირების გამო უკმაყოფილებას არაერთი მძღოლი გამოხატავდა. იყო ხმამაღალი შელაპარაკება და ემოციური გამოსვლები. გზის სავალი ნაწილი დემონსტრანტებს ქვებით და სხვადასხვა საგნებით ჰქონდათ ჩაკეტილი.

აქციის მონაწილეები გზის გაგრძელების უფლებას მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებსა და იშვიათ შემთხვევაში, იმ მანქანებს აძლევდნენ, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი და ხანდაზმული ადამიანი იმყოფებოდა.

გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდის მიმართულებით ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. თვითმხილველების ნაწილი ამბობს, რომ ადგილზე უცნობი პირები მივიდნენ რამდენიმე მანქანით და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორე ნაწილი კი, მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მიერ შესაბამისი დახმარება გაეწიათ.

აქციის მონაწილეები რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი