ჩვენ ვართ ღრმად შეშფოთებულები ამ კანონმდებლობით იმის გამო, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას განსხვავებული აზრისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
„საქართველოში არსებობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კრიტიკულ კონტროლს ემსახურება“, – აღნიშნავს კირბი.