პარლამენტის თავმჯდომარე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელება.
გერტ იან კოპმანმა გამოხატა ქართულ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.