ჩვენი მიზანია, აქციის მონაწილეებს გავაგებინოთ, რომ მათ არავინ მისდევთ, არავინ ავიწროებს, პროტესტი გამოხატონ პარლამენტის წინ - ვაჟა სირაძე

02 მაისი 2024, 05:13 585 ნახვა

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, გადაინაცვლონ პარლამენტის შენობის წინ. როგორც სირაძემ აღნიშნა, მათი რაოდენობის გათვალისწინებით, არ არის საჭირო სავალი ნაწილის გადაკეტვა.

„აქციის მონაწილეებს შეუძლიათ, პროტესტი გააგრძელონ პარლამენტის წინ, თუმცა, გზის გადაკეტვისთვის საკმარისი რაოდენობა არ არის, რომ სავალი ნაწილი ჩაიკეტოს. შეუძლიათ, დადგნენ სადაც უნდათ. არაა საჭირო სირბილი, უბრალოდ, მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი პარლამენტის წინ. ჩვენი მიზანია, რომ აქციის მონაწილეებს გავაგებინოთ, მათ არავინ მისდევთ და არავინ ავიწროებს. ვუხსნით, რომ პროტესტი გამოხატონ პარლამენტის წინ, სადაც უნდათ.

 

ჭიჭინაძეზეც და 9 აპრილის ქუჩაზეც, აქციის გარკვეული მონაწილეების მხრიდან, იყო არაერთი ძალადობრივი ქმედება“,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი