იუსტიციის სახლის მიმდებარედ, აქციის მონაწილეები ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

02 მაისი 2024, 02:32 367 ნახვა

იუსტიციის სახლთან, სადაც აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი, მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები ტაქსის მძღოლს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რამაც კონფლიქტი გამოიწვია.

აქციის მონაწილეებს, თბილისში, რამდენიმე ადგილას, მათ შორის, იუსტიციის სახლთან და მშრალ ხიდთან გზა აქვთ გადაკეტილი. ისინი გამვლელ ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლიან. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მოქალაქეებს ავტომობილები გააჩერონ და აქციას შეუერთდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი