„იმედის“ ჟურნალისტი, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი

29 აპრილი 2024, 01:42 421 ნახვა

„იმედის“ ჟურნალისტი, ლანა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი. ის იმ დროს დაშავდა, როდესაც აქციის მონაწილეების მიერ რკინის ჯებირის გარღვევის გაშუქებას ცდილობდა. ამის შესახებ, ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება იუწყება, „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ აქციის მონაწილეები აგრესიას იჩენდნენ. ჟურნალისტი უსაფრთხო ადგილზე სამართალდამცველებმა გადაიყვანეს. თუმცა, აუცილებელი გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება და მისი კლინიკაში გადაყვანა.

პარლამენტის წინ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. დაკავება ადმინისტრაციული წესით განხორციელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი