რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

24 აპრილი 2024, 10:46 386 ნახვა

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნებოდა საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელის შეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნოდარ შეროზია საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2022 წელს აირჩიეს. 

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიაში აცხადებენ, რომ დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის მაგალითი.

ამასთან, პარტიის განმარტებით, ნოდარ შეროზიას გადაყენების ფაქტი რუსთავის საკრებულოს შენობასთან გააპროტესტეს „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა, პარლამენტის დეპუტატებმა და მხარდამჭერებმა, რა დროსაც „ქართულმა ოცნებამ“ პროვოკაციებს მიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი