„ისტორიები სასამართლო დარბაზიდან“ - აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, თამუნა გაზდელიანი კონკურსის გამარჯვებული გახდა

21 აპრილი 2024, 17:01 693 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, თამუნა გაზდელიანი სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. 

„ისტორიები სასამართლო დარბაზიდან“ - ნომინაციაში, საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი რეგიონულ ტელევიზიაში, თამუნა გაზდელიანმა საპრიზო ადგილი მოიპოვა. 

კომისია განიხილავდა, რამდენად ობიექტურად იყო გაშუქებული სასამართლო დავები და იყო თუ არა ეთიკური სტანდარტები დაცული.

"შენს ფავორიტ სფეროში გამოცხადებულ კონკურსში რომ იმარჯვებ, სულ სხვა განცდაა. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის", - წერს თამუნა გაზდელიანი.

 

კონკურსი USAID Rule of law Program I USAID/სამართლის უსენაესობის პროგრამის მიერ იყო ორგანიზებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი