უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 51 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა

20 აპრილი 2024, 09:16 345 ნახვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 51 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ და „მედიაზონა“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ეს ის რაოდენობაა, ვისი დაღუპვაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ღია წყაროებისა და ჯარისკაცების საშუალებით დაადგინეს.

ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის დანაკარგის რეალური რაოდენობა შეიძლება გაცილებით მეტი იყო. ბოლო კვირის განმავლობაში მათ რიცხვს კიდევ 625 რუსი ჯარისკაცის სახელი დაემატა.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5937 დაღუპულზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი