სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეების პროტესტი

19 აპრილი 2024, 20:52 471 ნახვა

ბათუმში, აქციაზე დაკავებული კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ცნობით, მის მიმართ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. ახლობლები ამბობენ, რომ დაკავებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. იგი იმ დროს აიყვანეს, როცა აქციის მონაწილეები ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ. დაკავებულმა პოლიციელს ხელი დაარტყა. ხმაური იყო იმ განყოფილებასთანაც, სადაც კაცი დაკავების შემდეგ გადაიყვანეს. ინციდენტამდე, სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. საბოლოოდ მათ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეხვდა, იმ პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც რეგიონში სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ხორციელდება. ასევე, შეკრებილებს დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს გაეცნობიან.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი