უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 68 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

17 აპრილი 2024, 10:08 489 ნახვა

გასულ ღამით რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის, ბახმუტის, ავდიივკას და ნოვოპავლივკას დასახლებები დაბომბეს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ცხრა რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ჩერნიგოვიც დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები

„მტერმა ჩერნიგოვს რაკეტები ესროლა. არიან დაღუპულები და დაჭრილები“, - აცხადებს ვიაჩესლავ ჩაუსი.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ჯამში 68 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მათივე განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 64 საჰაერო დარტყმა, ასევე 75-ჯერ გაისროლეს უკრაინის ჯარების პოზიციებს და დასახლებულ პუნქტებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი