ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარია

17 აპრილი 2024, 10:16 610 ნახვა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ხანძარია.  ცეცხლი რესტორანში გაჩნდა.  მოქალაქეების ინფორმაციით, ობიექტი სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილი იყო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე- მაშველები  ცდილობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

განახლება: ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში