საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ათამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში აქციაზე მყოფი მოქალაქეებიდან არავის გადაყვანა არ გამხდარა საჭირო.
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.