დაახლოებით 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდენენ პროვოკაციას, იწვევენ პოლიციელებს, მოვუწოდებ მათ დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას - ვაჟა სირაძე

15 აპრილი 2024, 23:11 428 ნახვა

30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც შეგნებულად ახდნენ პროვოკაციას. პოლიციელებს იწვევენ, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ - მოვუწოდებ მათ, აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში , - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თქმით, ამ ეტაპზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული.

"ზუსტი ციფრი ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. არ ემორჩილებიან კანონიერ მოთხოვნას. აქ დაახლოებით, 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდნენ პროვოკაციას შეგნებულად. იწვევენ პოლიციელებს, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ. მე მოვუწოდებ მათ, დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას და შეინარჩუნონ სიმშვიდე. აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში", - განაცხადა სირაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი