შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს.
იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები, წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.
სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.