ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი

10 აპრილი 2024, 14:15 372 ნახვა

,,როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი აქ ნეიტრალური ვერ იქნება!” - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც  ორბელიანების სასახლეში  ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. 

პრესრელიზის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა აუდიენციის დროს მნიშვნელოვანი დრო დაუთმო სწორედ საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებსა   და საგარეო პოლიტიკას. 

ქვეყნის მთავარსარდალმა  პარტნიორებთან   მკაფიოდ დააფიქსირა  პოზიცია,   რომ  ,,ქართული ოცნების“  მიერ გამჭვირვალობის შესახებ  მეორედ ინიცირებული კანონპროექტი ქვეყნისთვის გამოწვევაა  და, რომ კანონის მიღება გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე. 

მიაჩნია,  რომ  ევროკავშირის ღირებულებების დამცველი სამოქალაქო სექტორის განადგურება კი რუსეთის მიზანია. გარდა ხმაურიანი კანონპროექტისა, პრეზიდენტმა სტუმრებთან განიხილა ქალთა კვოტირების გაუქმებისა და  შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ისაუბრეს  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზეც. 

ევროკავშირის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი