პროკურატურამ ზუგდიდში, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

04 აპრილი 2024, 10:17 543 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი  „ალტ-ინფოს“ წევრი ზურაბ მახარაძეა.

ბრალდების წარდგენის შესახებ განცხადება პროკურატურამ გაავრცელა, თუმცა განცხადებაში იმ პირთა ვინაობა, რომელსაც საგამოძიებო უწყებამ ბრალდება წარუდგინა, დაკონკრეტებული არ არის.

საგამოძიებო უწყების ცნობით,  მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი