ქალთა მოძრაობის განცხადება

02 აპრილი 2024, 10:05 461 ნახვა

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა ბრძოლა გამოუცხადეს პოლიტიკაში ქალების მონაწილეობას - ასე ეხმაურება პროექტს „ქალთა მოძრაობა“. განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს არის ქალების განდევნა საჯარო პოლიტიკიდან და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობით საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს და გლობალურად 125-ე ადგილზეა.

ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტების გაუქმების წინაპირობები არ არსებობდა. მსგავსი ინიციატივები არის ბრძოლა, არა მხოლოდ პოლიტიკოსი ქალების, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქალის წინააღმდეგ.

„ქალთა მოძრაობა“ მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიისგან  წარადგინონ ქალების გაძლიერების გეგმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი