ბათუმში, საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
31 წლის ქალს, საკეისრო კვეთა კლინიკა BMС-ში ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
იგი, კრიტიკულ მდგომარეობაში, კლინიკა "ბაუ-ში" გადაიყვანეს, სადაც საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა.
გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩუტარდა.
რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.