კომუნიკაციების კომისიამ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მეხუთე თაობის ტექნოლოგიის, მისი უპირატესობებისა და განმასხვავებელი ნიშნების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტენდენციები, საქართველოს პერსპექტივები და ComCom-ის მიერ, ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით განხორციელებული სამუშაოები.