ეკომიგრანტებისთვის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის აშენებული სახლები საცხოვრებლად უვარგისია” -აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი უმაღლეს საბჭოში გიორგი დიასამიძე. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები როდესაც აშენებული საცხოვრებლები მოქალაქეებზე გადაცემული არ არის, რასაც ისინი წლების განმავლობაში ელოდებიან. იგი აჭარის მთავრობას მოუწოდებს დროულად გადასცენ უკვე აშენებული ბინები მოქალაქეებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში გვარდება. რაც შეეხება ბინების გადაცემის დროში გაჭიანურებას, უწყებაში განმარტავენ, რომ საკითხს საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება, რაც დროს მოითხოვს.