პროკურატურამ ქობულეთში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი 2024, 12:24 465 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით,  ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 მარტს, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, პისტოლეტიდან მრავალჯერადი გასროლით, დაზარალებულს სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 24 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა"- აცხადებენ პროკურატურაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი