საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება.
"ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! ვულოცავ ყველას და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2024-ში", - წერია გამოქვეყნებულ მილოცვაში.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.