პოლიციელების ურთიერთსაპირისპირო ჩვენებები

21 მარტი 2017, 00:00 3065 ნახვა

პოლიციელების ურთიერთსაპირისპირო ჩვენებები. მიაყენეს თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა სამართალდამცავებს 11 მარტის აქციის დაწყებამდე დაჯარიმებულმა მოქალაქეებმა? – სწორედ ეს იყო განხილვის მთავარი თემა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. პოლიციამ მტკიცებულებად ვიდეო-ჩანაწერი წარმოადგინა, რასაც დაცვის მხარე არასაკმარისად მიიჩნევს. რამაზ ხიმშიაშვილი და ჯიმშერ ვარშანიძე იმ აქციის დაწყებამდე დააკავეს, რაც მოგვიანებით ვანდალიზმად შეფასდა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე - დააჯარიმებს, ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს, თუ შეწყვეტს საქმის წარმოებას - ხვალ გახდება ცნობილი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი