პოლონელი ვიზიტორები აჭარაში მოგზაურობით ინტერესდებიან - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ხალხმრავლობით გამოირჩეოდა რეგიონის სტენდი ვროცლავის ტურისტულ გამოფენაზე, სადაც აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა.
ასევე აღნიშნავენ, რომ პოლონეთი აჭარისთვის ტრაციდიული ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით გაგრძელდება.