უმაღლესი საბჭოს ღია მმართელობის საბჭო ორ კონკურსს აცხადებს

24 მარტი 2024, 12:02 534 ნახვა

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ღია მმართველობის საბჭო ორ კონკურსს აცხადებს. პირველი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკური ისტორიის მიმოხილვაზე სტატიის ან ბლოგის მომზადებას, ხოლო  მეორე  კი სამართლოებრივ კვლევას ითვალისწინებს.

ამ შემთხვევაში კონკურსის მონაწილეებმა უნდა იმუშავონ  თემებზე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა კანონმდებლობის მეშვეობით და ადრეული ქორწინების პრობლემა  აჭარაში. კონკურსის მონაწილეებს ევალებათ მოიკვლიონ კანონმდებლობა და ასევე მოამზადონ პრობლემის გადაწყვეტის გზები. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შუძლიათ 16-დან 39-წლამდე ასაკის მოქალაქეებს.  ორივე კონკურსს უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭო მომავალი კვირიდან გამოაცხადებს. განცხადებების დასრულების ვადები სხვადასხვაა.

სტატიის მომზადების შემთხვევაში ბოლო ვადა 15 მაისია, ხოლო თემატურ კვლევებზე განცხადებების მიღება 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსის მონაწილეებს გადაეცემათ პრიზები.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი