პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტი

22 მარტი 2024, 20:05 416 ნახვა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისთვის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 43 წლის კაცი დააკავა. მან 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის დაკავებულია 19 წლის ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით.გამოძიებით დადგინდა, რომ 43 წლის კაცი Facebook-ის ჯგუფებში ყალბი ანგარიშით თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის ქალებს იწვევდა. მოგვიანებით კი მან ფოტოსესიაზე მისულ ქალს სქესობრივი კავშირი მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ ფოტოები გაუვრცელა. გამომძიებლებმა დაათვალიერეს დაკავებულის ტელეფონი და აღმოაჩინეს სხვა ქალებთან კომუნიკაციის ფაქტები: ინტიმური შინაარსის სურათების გავრცელების მუქარისა და შანტაჟის შემცველი მესიჯები.საქმეზე გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის კვალიფიკაციით - სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი