რუსულმა ძალებმა „დნეპროჰესი“ დაბომბეს - უკრაინული მედია

22 მარტი 2024, 13:25 465 ნახვა

რუსულმა ძალებმა „დნეპროჰესი“ დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, ეს უკრაინის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო.

„უკრენერგოს“ გამგეობის თავმჯდომარის, ვლადიმერ კუდრიცკის განცხადებით, „დნეპროჰესმა“ მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო, ობიექტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ვითარება ზუსტდება.

გავრცელებული ინფრომაციით, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ან რისკი კაშხლის ჩამონგრევის შესახებ.

უკრაინული მედიის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგების პრობლემები შეიქმნა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 55 „შაჰედი“ და 37 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი