მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებაზე დასრულებულია

15 მარტი 2024, 17:41 424 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებაზე დასრულებულია - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე განმარტებით, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია.

უწყების ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესი 170 ლოკაციაზე იყო განვითარებული.

ერთი თვის განმავლობაში სამუშაოებში ჩართული იყო დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი