საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი - ეს საკითხები განიხილა ფინეთში ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრთან აუდიენციის დროს ილია დარჩიაშვილმა, რომელიც აგრძელებს შეხვედრებს ფინეთში.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გამართა ფინეთის პარლამენტის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარესთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან მატიას მარტინენსთან, ასევე ევროკავშირის საკითხებში პარლამენტის დიდი კომიტეტის წევრებთან.