ბათუმის ბულვარი, 2024 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება

13 მარტი 2024, 12:53 309 ნახვა

ბათუმის ბულვარი, 2024 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის  აქტიურად ემზადება - ინფორმაციას ბათუმის ბულვარი ავრცელებს. 

მათივე განმარტებით, საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და  გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით, დაგეგმილია სანაპირო ზოლის  აღჭურვა მაღალი ხარისხის   გასახდელებით, ზღვაზე ჩასასვლელი ბილიკებითა და თანამედროვე სტანდარტების საშხაპეებით.

"სასეირნო ბილიკზე განთავსდება 20 ახალი სასმელი წყლის შადრევნი.

32 - გასახდელი
30 - საშხაპე
830 - გრძ.მ. ხის ბილიკი
20 - წყლის სასმელი შადრევანი 

ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი სერვისების მიწოდების მიზნით, სამ ლოკაციაზე სრულად განახლდება ინფრასტრუქტურა შშმ პირთათვის, რომელიც აღიჭურვება პანდუსებითა და სანაპიროზე გადასასვლელი ბილიკით.

დასვენებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა ბაღის ვიზიტორების საჭიროებებზე სრულად იქნება  მორგებული.

სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის განახლება, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად ეტაპობრივად განხორციელდება.  პირველ ეტაპზე, დაგეგმილია 32 ერთეული გასახდელის შესყიდვა" -, აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში