არ არის გამორიცხული, რომ ამავე საქმეზე დაკავებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს''- აცხადებს სახალხო დამცველი წარმომადგენელი აჭარაში ციალა ქათამიძე. სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესების მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და დგინდება აქციის ღამეს ძალადობაში მონაწილე პირების ვინაობა.