ნარკოპოლიტიკა - პრემიერის განცხადება

11 მარტი 2024, 12:08 573 ნახვა

ნარკოდანაშაულებთან დაკავშირებით განცხადება მთავრობის სხდომაზე  გააკეთა ირაკლი კობახიძემ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ე.წ. ტერმინი ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და აღნიშნული იდეოლოგია უნდა შეიცვალოს. 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ უწყება უნდა იყოს მკაცრი და ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ აფთიაქებზე, რომლებიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ყიდიან.

პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების მინისტრებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი, განახლებული გეგმის შემუშავება დაავალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი