თელავში დაკარგული მოზარდები მაშველებმა ხევიდან უვნებლად გამოიყვანეს

10 მარტი 2024, 17:40 320 ნახვა
თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა. რთული რელიეფის გამო, მათ უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა ვერ შეძლეს.
 
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები გამოცხადდნენ. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდები, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან, 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.
 
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში