პაციენტის ოჯახი სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ

06 მარტი 2024, 10:02 1652 ნახვა

ერთი თვის წინ გარდაცვლილი 59 წლის თემურ ქარცივაძის ოჯახი იმ სამედიცინო დაწესებულებას უჩივის, სადაც კაცს გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახმა პროკურატურას უკვე მიმართა და პაციენტის გარდაცვალების მიზეზის მოკვლევას ითხოვს.  

ეჭვი აქვთ, რომ 59 წლის კაცის სიცოცხლე, ბათუმში ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალის შეცდომას ემსხვერპლა. გარდაცვლილ თემურ ქარცივაძის შვილი გამოკითხვაზე უკვე იმყოფებიდა. მას იმედი აქვს, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე დაისჯება.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატი და გარდაცვლილი კაცის ოჯახი კლინიკის დასახელებისგან თავს იკავებენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში