ცვლილება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში 

04 მარტი 2024, 12:02 339 ნახვა

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა" და "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" კანონებში ცვლილებებზე მსჯელობა დღეს განახლდება. ერთ საათში  მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.

ცვლილებები ევროკომისიის 9 დათქმას უკავშირდება და როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, მათში ასახულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც.

რაც შეეხება კანონში სიახლეებს, იცვლება თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ხარვეზით წარდგენის შემთხვევაში რეაგირება, ასევე იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები და წესები.

უმრავლესობა კანონპროექტს წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, ოპოზიცია კი აკრიტიკებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში