ფესტივალ გიზ-გიზის მესამე დღე მესტიაში, სეტის მოედანზე ადგილობრივებსა და სვანეთის სტუმრებს კერძების დაგემოვნება, ადგილობრივი ნაწარმის შეძენა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია.
ტერიტორიაზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები.
ფესტივალი გიზ-გიზი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტია და მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაციაა.
მესტიის შემდეგ ფესტივალი ბაკურიანში გადაინაცვლებს.