ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა

01 მარტი 2024, 15:06 497 ნახვა

პრემიერ მინისტრის სამი გადაწყვეტილება ერთმანეთის მიყოლებით. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ირაკლი კობახიძემ რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. დღესვე პოსტი დატოვება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორსაც მოუხდა. ჯერ ჯერობით უცნობია რევაზ ჯაველიძისა და ლევან სუხიტაშვილის გათავისუფლების მიზეზები. რაც შეეხება ზურავ აზარაშვილს, პრემიერის განცხადებით ვიგებთ რომ მან აზარაშვილის ხელმძღვანელობაში პრობლემები დაინახა, მათ შორის მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან მიმართებით. მისი თქმით, როდესაც საქმე დარგობრივ სამინისტროს ეხება, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა დარგის სპეციალისტებთან, ჯანსაღი მიდგომა და ამ ყველაფრის გათვალისწინება .

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი